თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის - ნებისმიერი შედეგი გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 20:55
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს აქვს მკაფიო სამართლებრივი დანიშნულება - დაიცვას სახელმწიფო სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმთავრესი პრინციპი, და გაავლოს ზღვარი ლეგიტიმურ პოლიტიკურ საქმიანობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. 

მისი თქმით,  საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან, საბოლოო სიტყვას კი კანონი იტყვის.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს აქვს მკაფიო სამართლებრივი დანიშნულება -  დაიცვას სახელმწიფო სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმთავრესი პრინციპი და გაავლოს ზღვარი ლეგიტიმურ პოლიტიკურ საქმიანობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის. 

კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და 
თუ პარტიის ქმედებები კანონის ჩარჩოებს სცდება, სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება, აამოქმედოს თავდაცვის მექანიზმები, რაც  არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცით, არამედ მრავალი ევროპული ქვეყნის პრაქტიკითაა გათვალისწინებული.
დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია  საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის.

კანონის აღსრულების მექანიზმის მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად წარმოჩენა აჩენს განცდას, რომ ოპოზიციური სპექტრი, პროცესის საბოლოო სამართლებრივ დასრულებამდე, თავადვე აცნობიერებს საკუთარი პოზიციების სისუსტეს.

ჩვენ მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური პრეცედენტის მომსწრენი ვართ. 
ნებისმიერი შედეგი - სარჩელის დაკმაყოფილებაც და მისი უარყოფაც - გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე
გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს
დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედია სიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა - დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება
დავით ჩიხელიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას
სტივ უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება
არქივი