ჯეი დი ვენსი – ვეთანხმები სტივ უიტკოფს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა მან, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 21:12

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა უიტკოფის შეფასებას, ვენსმა დადებითი პასუხი გასცა.

„ვეთანხმები სტივ უიტკოფს, რომელმაც დადებითად ისაუბრა ადამიანზე, რომელმაც ახლახან ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა ამ შეფასების არსს, სტივ უიტკოფი დიპლომატია. მისი საქმეა, ჩავიდეს იქ და მიზანს მიაღწიოს. ჩემთვის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა სტივმა და გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება. ეს ყველას უნდა გვიხაროდეს და არ უნდა ვაკრიტიკებდეთ სტივ უიტკოფის განცხადებას, რომლის დახმარებითაც მან ამ მიზანს მიაღწია“, – განაცხადა ვენსმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.

ამასთან, სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“, რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ
პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაეგზავნათ
არქივი