თამარ ჩერგოლეიშვილი – პარტიების აკრძალვის გამო ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს, ეს პარტიები ამ ხალხის პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ, პრობლემების გადაჭრის გზებზე კამათობდნენ, ახლა ეს არ ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 23:02

პარტიების აკრძალვის გამო ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს, ეს პარტიები ამ ხალხის ინტერესებს უნდა განასახიერებდნენ, მათ პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე კამათობდნენ. ახლა ეს არ ხდება, – პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგში მოქალაქეების ინტერესებს, ანუ კონკრეტული სოციალური ჯგუფების კონკრეტულ პრობლემებს ძალიან მცირე ადგილი უჭირავს.

„ამიტომ, თავში აზრადაც კი არ გაგვივლია, რომ აქცია მოგვეწყო. რასაც ვაწყობთ, ვთქვით გარკვევით.
25 ოქტომბერს ვიკრიბებით თსუ-სთან და ვიწყებთ კამპანიას 28 ნოემბრის აქციისთვის – საერთო კამპანია კარგია, რადგან პარტიებისთვის თანამშრომლობის სივრცეს ქმნის და სინერგიას უწყობს ხელს.

ბათუმში ჩამოვედით ჩვენი პარტიის მშენებლობის ამოცანით – ამის ნაწილია ბათუმელების პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი. ვცდილობთ, ლიდერობის ვაკუუმი შევავსოთ ხალხის ინტერესების პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებით. აკრძალვის პროცესი უბრალოდ დაგვემთხვა.

არაფერ შუაში ვართ არც „ფედერალისტები“ და არც „ალიანსი“ საკონსტიტუციოსთან გამართულ აქციასთან – „ნაცმოძრაობის“ აქცია იყო და მტრის პროპაგანდა. სტატუს კვო ლოიალისტებს აბრიყვებს, თითქოს ყველა „ნაცებივით“ დელუზიურები ვართ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სტივ უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება
თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის - ნებისმიერი შედეგი გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის
ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმს
გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა, უბრალოდ, არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ
დავით ჩიხელიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას
არქივი