სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: როდესაც ერთხელ უღალატებ შენს ამომრჩეველს, მეორედ უღალატებ, მესამედ უღალატებ, ამით შენ თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 00:01

როდესაც ერთხელ უღალატებ შენს ამომრჩეველს, მეორედ უღალატებ, მესამედ უღალატებ, ამით შენ თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სუბარმა საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ილაპარაკა.

„რაც შეეხება ამომრჩეველს და 800 ათას კაცს, ამ 800 ათას კაცს, პირველ რიგში, სწორედ მათ უღალატეს, როდესაც პარლამენტში არ შევიდნენ. დღეს საოცრება იყო კიდევ. თუ არ ვცდები, გვარამია გვაყვედრიდა პარლამენტში მყოფ პარტიებს, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, მისი ექსკლუზიური უფლება იყო, რომ არ შეეწყვიტათ ჩვენთვის მანდატებიო. კი, ჩვენ არ შევედით პარლამენტში, კი, ჩვენ მოვითხოვეთ, მანდატები გაგვიუქმეთო, მაგრამ მაინც რატომ გაგვიუქმესო. ნანობს კიდეც, არადა, წინა, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში კარგად გვახსოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი ჩიოდნენ, ძალად გვამუშავებენ, არ გვიწყვეტენ მანდატებსო. ტრეფიკინგის მსხვერპლებად აცხადებდნენ თავს, თუმცა შემდეგ მაინც შემოვიდნენ პარლამენტში. როგორც ჩანს, ახლაც უნდოდათ იმავეს გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, ვიღაცებს ეტყობა მაინც სურდათ, მაგრამ როდესაც ერთხელ უღალატებ შენს ამომრჩეველს, მეორედ უღალატებ, მესამედ უღალატებ, ამით შენ თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო
სოზარ სუბარი: ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც
სოზარ სუბარი: ჩვენი მოქალაქეები დატოვეს კოდორის ხეობაში, ახალგორში ისე რომ არც გააფრთხილეს და პირიქით, უთხრეს რომ არაფერი ემუქრებოდათ. ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი სისხლი დაღვრილიყო
ვოლოდიმირ ზელენსკი – მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც - ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული
ჯეი დი ვენსი – ვეთანხმები სტივ უიტკოფს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა მან, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება
არქივი