სოზარ სუბარი: ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 00:02

ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მსჯელობისას.

სუბარმა ილაპარაკა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკითხზეც.

„აღარ ვლაპარაკობ უკრაინაზე, სადაც 18 პარტია აკრძალეს თითქოს ომის საბაბით, მაგრამ ომი არაფერ შუაშია, დემოკრატია დემოკრატიაა. პარტია თუ არის დემოკრატიული, ის არ უნდა აიკრძალოს და თუ პარტია თავისი ქმედებებით, შინაარსით ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, კონსტიტუცია პირდაპირ მოითხოვს, რომ ასეთი პარტია უნდა აიკრძალოს. როდესაც პარტიები პირდაპირ მოუწოდებენ საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ, ეს არ არის დემოკრატიული პროცესი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე გაიხსენა ისიც, რომ ოპოზიცია, 2016 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადეს.

„დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოში რომ არიან, რომ დავობენ მათ მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული პარლამენტის მიერ შექმნილ დოკუმენტზე, ამით ისინი აღიარებენ ლეგიტიმაციას, თუმცა სიტყვიერად ისევ უპირისპირდებიან დემოკრატიულ პროცესს“, - აღნიშნა სუბარმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკზე“ წვდომა აღუდგინა
პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი დაწესდა, მარსელში კი შაბათს აქციები აიკრძალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ
პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
არქივი