სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 00:04

გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

სუბარის თქმით, ისევ უცხოელი პატრონების სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხსაც, ქართველ ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც.

„რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები, ამიტომ ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ ფაქტებზე, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე, რომლებიც მაგიდაზე უდევს.

სხვათა შორის, დღესაც სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ პირდაპირი მუქარა სასამართლოს მიმართ, როდესაც მოპასუხეები მათ ემუქრებოდნენ სანქციებით. ანუ ისინი დღესაც ქვეყნის გარეთ ეძებენ მფარველს, პატრონს. გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო.

ქვეყნის შიგნით რომ მხარდაჭერა არ აქვთ, თქვენ აღნიშნეთ. მართლაც 20 თუ 30 კაცი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი, მათი მხარდამჭერები და ეს იყო მთელი ერთკვირიანი მობილიზების შედეგი. ისევ უცხოელი პატრონების სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხსაც, ქართველ ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკზე“ წვდომა აღუდგინა
პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი დაწესდა, მარსელში კი შაბათს აქციები აიკრძალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ
პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
არქივი