ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს განახლდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 09:20

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 12:00 საათიდან განახლდება. სასამართლო ისევ შუამდგომლობების საკითხის განხილვას დაიწყებს.

უპრეცედენტო საქმის განხილვა გუშინ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, მწვავე კამათისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა სხდომათა დარბაზიდან გაძევების ფონზე წარიმართა. ხატია დეკანოიძე და ლევან ცუცქირიძე სასამართლოს უპატივცემულობისთვის დარბაზიდან გააძევეს. ოპოზიციურმა პარტიებმა მოსამართლეთა აცილების საკითხიც დააყენეს. ამას გარდა, მათ პროცესის შეფერხება არაერთი საპროცესო მოთხოვნით სცადეს, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ დაუსაბუთებელი ინიციატივები არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელიც, რომლითაც მოთხოვნილი იყო სხდომაზე სააკაშვილისა და ხაბეიშვილის დაკითხვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
არჩილ გორდულაძე: ხუთივე პარტიას ერთად რატომ გვასამართლებთო - მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომ ისინი, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები სამართლდებიან ერთად
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე
არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს - ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს
არქივი