პროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს - მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 10:35

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება.

„თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულ თამაზ ელიზბარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ "ფაქტების კომპილაცია", "ფაქტების შეჯამებაა" და მეტი არაფერი - ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ
დონალდ ტრამპი - ახლოს ვართ უკრაინში მიმდინარე ომისა და ირანის ომის დასრულებასთან
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 135-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს განახლდება
სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო
არქივი