დავით ჩიხელიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 11:55

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დაუშვებელია, პოლიტიკური ძალა დემოკრატიის დამცველად წარმოაჩენდეს თავს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფის შესაძლო ფაქტები სათანადო შეფასების გარეშე დარჩეს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესმა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს პოლიტიკური ბრძოლა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებისგან და უზრუნველყოს წარსულის ობიექტური შეფასება.

„პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, შავს შავი ეწოდოს და თეთრს თეთრი. ქვეყანამ უნდა შეძლოს საკუთარ წარსულთან ობიექტურად შეხედვა და არა გაყალბებულ რეალობაში ცხოვრება, სადაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა თავს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებების დარღვევები და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა დავიწყებას უნდა მიეცეს.
წლების განმავლობაში ვისმენდით მოწოდებებს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა ამავე დროს არსებობს არაერთი ფაქტი და მძიმე ბრალდება, რომელთა სამართლებრივი შეფასებაც საზოგადოებისთვის დღემდე მნიშვნელოვანი საკითხია. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და არც პოლიტიკური კუთვნილება უნდა იქცეს წარსული ქმედებებისგან თავის დაღწევის საშუალებად.

თუ სახელმწიფოს სურს, რომ მისი დემოკრატიული საფუძვლები მყარი იყოს, მან საკუთარი ისტორიის ყველაზე რთულ და წინააღმდეგობრივ პერიოდებს ცივი გონებით უნდა შეხედოს. კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ხელყოფა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, თუ ეს სასამართლოს მიერ დადასტურდება, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქმედებების უკან პოლიტიკური ძალა დგას. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური გავლენისა თუ საერთაშორისო მხარდაჭერისა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს. აქ მთავარი კონკრეტული პარტიის სახელი ან პოლიტიკური სიმპათიები არ არის, მთავარი არის ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებასა და დემოკრატიულ პრინციპებს.

დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მისი წარსულისა და მოქმედებების მიუხედავად, პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის უფლება ჰქონდეს. დემოკრატიის დაცვა იმ მექანიზმების გამოყენებასაც მოითხოვს, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს აღკვეთს.
ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ბრძოლასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის. ქვეყანამ უნდა შეძლოს ისტორიის ობიექტურად შეფასება, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და სამართლებრივი დასკვნების გამოტანა“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სტივ უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება
თამარ ჩერგოლეიშვილი – პარტიების აკრძალვის გამო ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს, ეს პარტიები ამ ხალხის პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ, პრობლემების გადაჭრის გზებზე კამათობდნენ, ახლა ეს არ ხდება
თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის - ნებისმიერი შედეგი გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის
ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმს
გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა, უბრალოდ, არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ
არქივი