საფრანგეთის ელჩი საქართველოში: ქვეყანას, რომელიც მთასავით მყარად დგას, ღრმად არის ფესვგადგმული საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაში და ამავდროულად, მთასავით მაღლა, ცისკენ, თავისუფლებისა და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 11:58

ამ ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს მთის მიმართულებით და ბუნებრივი რესურსების განვითარების გამორჩეული გზა აქვს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოლივიე კურტომ განაცხადა.

ოლივიე კურტოს განცხადებით, მისთვის ძვირფასია ის, რასაც მთა საქართველოში განასახიერებს.

,,ჩემთვის დიდი პატივია ჩვენი ორი სამთო სააგენტოს მასპინძლობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავადაც მთიანი რეგიონიდან ვარ და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის, რასაც მთა საქართველოში განასახიერებს: ქვეყანას, რომელიც მთასავით მყარად დგას, ღრმად არის ფესვგადგმული საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაში და, ამავდროულად, მთასავით მაღლა, ცისკენ, თავისუფლებისა და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის. ამ ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს მთის მიმართულებით და ბუნებრივი რესურსების განვითარების გამორჩეული გზა აქვს. ამ პროცესში ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც ბუნებრივი რესურსების მართვაზე, ისე საქართველოს სასოფლო ტერიტორიების მართვასა და განვითარებაზე. ჩვენ კი გვინდა, ამ ისტორიის ნაწილი ვიყოთ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტომ“ (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი საფრანგეთის საელჩოში ,,მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და ,,გრან მასიფის“ გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს. შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს
სოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ "ფაქტების კომპილაცია", "ფაქტების შეჯამებაა" და მეტი არაფერი - ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ
პროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს - მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
დონალდ ტრამპი - ახლოს ვართ უკრაინში მიმდინარე ომისა და ირანის ომის დასრულებასთან
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 135-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება
არქივი