1
22 ოქტომბერი 2026, 12:40
მისი განცხადებით, პარტიული მშენებლობისა და ღია პოლიტიკური ბრძოლის ტოქსიკური მედია დივერსიით ჩანაცვლების მცდელობა ჟურნალისტს ართმევს მის პროფესიულ იმუნიტეტს და ჩუბინიძის დაპატიმრებაც ხაზს უსვამს ფუნდამენტურ სისტემურ გაკვეთილს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის იურიდიული ფარი პოლიტიკური დივერსიისთვის
„ევროპის უახლესი ისტორია მოწმობს, რომ მსგავსი ტრანსფორმაციები გარდაუვალად ერთნაირად მთავრდება - იდეოლოგიისა და დროშის მიუხედავად. 21-ე საუკუნის ყველაზე თვალსაჩინო პრეცედენტი გახდა ცნობილი „ტარნაკის საქმე“ საფრანგეთში, სადაც ფილოსოფოსმა და რადიკალური ჟურნალის Tiqquნ-ის რედაქტორმა ჟიულიენ კუპამ გადაკვეთა ზღვარი თეორიასა და მოქმედებას შორის. მისი გარემოცვის მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი „მომავალი აჯანყება“ ფრანგულმა სპეცსამსახურებმა შეაფასეს არა როგორც ოპოზიციური პუბლიცისტიკა, არამედ როგორც პირდაპირი ინსტრუქცია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის, რასაც მოჰყვა ათწლიანი სასამართლო პროცესი ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების მუხლებით.
ფრანგულმა გამოცდილებამ დაამტკიცა: როდესაც რედაქცია იწყებს ფუნქციონირებას, როგორც არალეგალური ან ჰიბრიდული პოლიტიკური სტრუქტურის საბრძოლო ფრთა, როდესაც მისი დეზინფორმაციული ნარატივები ირიბად თუ პირდაპირ მოუწოდებენ მასებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ - უსაფრთხოების სამსახური აუცილებლად პასუხობს მსგავს საქმიანობის კვალიფიკაციით სახელმწიფო ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით. სასამართლო ვერდიქტის გამოტანამდე, ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუმცა ჩუბინიძის შემთხვევა საქართველოში აბსოლუტურად ანალოგიური ლოგიკით ვითარდება.
პარტიული მშენებლობისა და ღია პოლიტიკური ბრძოლის ტოქსიკური მედია დივერსიით ჩანაცვლების მცდელობა ჟურნალისტს ართმევს მის პროფესიულ იმუნიტეტს. იმ მომენტში, როდესაც ტექსტი დესტაბილიზაციის ოპერატიულ ინსტრუმენტად იქცევა, სახელმწიფო მის ავტორში თავისუფალი პრესის სუბიექტის დანახვას წყვეტს.
კუპას პრეცედენტი საფრანგეთშიც და ჩუბინიძის დღევანდელი დაპატიმრებაც ხაზს უსვამს ფუნდამენტურ სისტემურ გაკვეთილს. სიტყვის თავისუფლება არ არის იურიდიული ფარი პოლიტიკური დივერსიისთვის. თუ ბეჭდვითი ან ციფრული გამოცემა ტრანსფორმირდება პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც მასებში დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ დღის წესრიგს ატარებს, იგი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მასთან დიალოგი წარიმართება არა ჟურნალისტური დისკუსიის ჩარჩოებში, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე“, - წერს ქართველიშვილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |