ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ვებგვერდები მას შემდეგ გაითიშა, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა პროგრამირებაში ხარვეზები გამოავლინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 13:17

ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ვებგვერდები მას შემდეგ გაითიშა, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა პროგრამირებაში ხარვეზები გამოავლინა.

ორი ხარვეზი გამოვლინდა პროგრამირების პოპულარულ ენა – PHP-ში, რომელიც ვებგვერდებისა და ვებაპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება და ისეთ პოპულარულ პლატფორმებშია ჩაშენებული, როგორებიცაა WordPress-ი, Drupal-ი და Joomla და რომელსაც მსოფლიოში არსებული ვებგვერდების 75% იყენებს.

ექსპერტების განცხადებით, ხარვეზის გამოვლენა, რომელიც PHP-ის კოდში ბოლო 20 წლის განმავლობაში შეუმჩნევლად არსებობდა, ხელოვნური ინტელექტის გარეშე საკმაოდ რთული იქნებოდა. AI ტექნოლოგია კი ჰაკერებს საშუალებას აძლევს, სულ რამდენიმე წამში გააკეთონ კოდის უკუინჟინერია და მასირებული შეტევები განახორციელონ სხვადასხვა ვებგვერდზე.

საფრთხის პრევენციის მიზნით ვებსაიტები დროებით გათიშეს ნიდერლანდების, საფრანგეთის, დანიისა და ფინეთის სამთავრობო უწყებებმა, ასევე მსხვილმა საავადმყოფოებმა, პორტებმა და ისეთმა გლობალურმა პლატფორმებმა, როგორებიცაა „ვიკიპედია“ და „ინტერნეტ ქრქივი“.

PHP-ის დეველოპერებმა უკვე გამოუშვეს სასწრაფო განახლება და მომხმარებლებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დააყენონ უსაფრთხოების ახალი პატჩი.

კიბერუსაფრთხოების სააგენტოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვებგვერდების ადმინისტრატორებს ურჩევენ, დაუყოვნებლივ განაახლონ PHP-ის ვერსიები ან დროებით გათიშონ სერვერები უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღებამდე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე სომხეთის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს
შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული განცხადებები უსაფუძვლო იყო. მათ დღემდე ვალად აქვთ ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო
გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს
საფრანგეთის ელჩი საქართველოში: ქვეყანას, რომელიც მთასავით მყარად დგას, ღრმად არის ფესვგადგმული საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაში და ამავდროულად, მთასავით მაღლა, ცისკენ, თავისუფლებისა და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის
არქივი