საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი: არეულობის დროს დაკავებულ 2 500 პირიდან 900 ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 16:49

საფრანგეთის პროკურატურამ არეულობის დროს 2 500 დაკავებული პირიდან 900 სისხლის სამართლის წესით ბრალი წაუყენა, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა.

დარმანენის თქმით, საუბარია გასულ უქმეებზე დაკავებულ ადამიანებზე. 900 ადამიანიდან, ვისაც ბრალი წარედგინა, 174 პატიმრობაში იმყოფება.

ამის ფონზე, პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაუდებელი წესით შეაჩერა პოლიციის განკარგულება, რომელიც სტუდენტური კოალიციის Interfac Île-de-France-ის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის ჩატარებას კრძალავდა. კოალიცია უნივერსიტეტების საერთო კრებებში მონაწილე სტუდენტებს აერთიანებს.

აქცია დღეს არის დაგეგმილი. სასამართლოს მოსამართლეს გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზები არ განუმარტავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითური ფინანსური სქემების შესახებ აფრთხილებს
ირაკლი კობახიძე მიწვეულია მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს
სოზარ სუბარი: აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“, საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ, ამით კი ცხადყოფენ, რომ საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ
ეკა სეფაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ვებგვერდები მას შემდეგ გაითიშა, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა პროგრამირებაში ხარვეზები გამოავლინა
არქივი