თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 18:05

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე გავრცელებული დეზინფორმაცია სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

მისი შეფასებით, ბრალდებულის ქმედებებმა შეაფერხა აზერბაიჯანთან დელიმიტაცია-დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით, საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის, თუმცა დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის საკითხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დადგეს. იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება გამოავლენს იმ ფარულ ძალებსა და უცხოურ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის უკან იდგნენ.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის - კერძოდ კი, საბოტაჟის ბრალდებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული 2026 წლის თებერვლიდან მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ „გარეჯი გაყიდა“.

მიღებული შედეგით თუ ვიმსჯელებთ, გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც.

ფაქტია, სერიოზულად დაზიანდა აზერბაიჯანთან მიმდინარე დელიმიტაცია/დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და შეფერხდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა ამ მიმართულებით.

ეს მძიმე შედეგი მაფიქრებინებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე.

რა თქმა უნდა, არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და საბოლოო სიტყვა სასამართლოსა და კანონს ეკუთვნის, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, ამის დადასტურების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და იყოს მკაცრი მაგალითი ყველასთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო უწყებები კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უტყუარად გამოვლინდნენ ის ფარული ძალები და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომენტი ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ზურგს უკან იდგნენ.
ეს სამართლებრივი პროცესი უნდა გახდეს მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელმყოფთა და უცხოური გავლენის აგენტებისთვის.

ყველამ უნდა გაითავისოს - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად დგანან კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე და არავის მიეცემა უფლება, პირადი თუ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ დააზიანონ ქვეყნის სტრატეგიული პოზიციები!

ქართული სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფოა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ყოველი ქმედება ჩაჯდება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს
დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედია სიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა - დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება
დავით ჩიხელიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას
სტივ უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება
თამარ ჩერგოლეიშვილი – პარტიების აკრძალვის გამო ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს, ეს პარტიები ამ ხალხის პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ, პრობლემების გადაჭრის გზებზე კამათობდნენ, ახლა ეს არ ხდება
არქივი