პეტერ მადიარი ირაკლი კობახიძეს: მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 18:06

მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება, - ნათქვამია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომლითაც ის საქართველოს მთავრობის მეთაურს ბუდაპეშტში ეპატიჟება.

„მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღეს შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, - აღნიშნა მადიარმა.

მთავრობის მეთაური, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. მთავარი საიუბილეო ღონისძიება უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება. პეტერ მადიარი სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტთა გაერთიანებების წარმომადგენლები საპროტესტო აქციების გაგრძელების მოწოდებით გამოდი
ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
არქივი