სუს-ი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 18:37

2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გამოყენებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორი - დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას შეხვდა
თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია
არქივი