სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 18:52

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბრალდებული დეესკალაციის ოთახიდან საკანშია გადაყვანილი.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის განცხადება, რომ გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობიდან სისხლდენა აღენიშნება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში.

აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი). ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში.

იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაეგზავნათ
გია ვოლსკი – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, ჩვენი რომელი ბრალდებაა უსაფუძვლო, რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს დესტაბილიზაციისთვის მომართული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას
სუს-ი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
ეკა სეფაშვილი: ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები, ეს არის საზღვარგარეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში იწოდება, როგორც პოლიტიკური პარტიები
არქივი