ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 21:22
საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი აქტორების განცხადებები. 

როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასეთი ჩარევები ხდება იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა, ისე, როგორც ეს გააკეთეს, მაგალითად, რუმინეთში, სადაც არჩევნების შედეგები სასამართლოს გზით გაუქმდა. 

„ევროპელი ლიდერების მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევა და  იმის გამოვლინება, რაც მათ სურდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის  დანერგვით, რასაც ჩვენ თავს გვახვევდნენ. მოსახლეობას შევახსენებ, რომ ამ სისტემით საქართველოში მოსამართლეები უნდა შერჩეულიყვნენ უცხოელი არასამთავრობოების, ან პოლიტიკოსების მიერ. ამას ცდილობდნენ იმისთვის, რომ შემდგომში სასამართლო სისტემას მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღო. ეს ვნახეთ რუმინეთში, სადაც არჩევნების [საუბარია 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე] შედეგები უბრალოდ გააუქმა ადგილობრივმა სასამართლომ, რომელიც მათი უცხოელი დამკვეთის დავალებას ასრულებდა. ეს არის პირდაპირი და უხეში ჩარევა, რადგან, მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა. ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგები და ანგარიშები მოწმობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ უხეშ გამონათქვამებს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ,“ -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ბევრი დამკვირვებელი ჰყავს და რაიმე გადაცდომა კანონებიდან გამორიცხულია. 

„მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს - იმდენად არასწორია მათი [ევროპელი ლიდერების] ქმედებები, რომ მათ უხეშ, არასწორ და აგრესიულ გამონათქვამებში ჩვენი სასარგებლო მომენტებიც კი გაიპარება ხოლმე. მხედველობაში მაქვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის უაღრესად აღმაშფოთებელი განცხადება, სადაც მან გააჟღერა ასეთი წინადადება - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა თუ უნდა მოხდეს, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დიახ, სწორედ ასე ვაკეთებთ ჩვენ - ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, საერთაშორისო ნორმებს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო პრინციპებს  შეეფერება. ჩვენ ვიცით, რომ ამ სასამართლო პროცესს ძალიან ბევრი აკვირდება და ყოველი ფრაზა, გადაწყვეტილება გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი. ასე რომ, იქ ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას, აბსოლუტურად გამოვრიცხავ,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაეგზავნათ
გია ვოლსკი – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, ჩვენი რომელი ბრალდებაა უსაფუძვლო, რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს დესტაბილიზაციისთვის მომართული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას
არქივი