პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი დაწესდა, მარსელში კი შაბათს აქციები აიკრძალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 23:38

პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი დაწესდა, მარსელში კი შაბათს აქციები აიკრძალა.

პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი 22-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 23:00-დან მომდევნო დღის 06:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ პოლიციის პრეფექტურაში განაცხადეს.

აღნიშნულ პერიოდში სრულწლოვანებსა და არასრულწლოვნებს პარიზში, რესპუბლიკის მოედნისა და ლე ალის მიმდებარე ტერიტორიებზე ყოფნა ეკრძალებათ.

საფრანგეთის ქალაქ მარსელში კი შაბათს ყველა სახის საპროტესტო აქცია აიკრძალა. ამასთან, შაბათს მარსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებული იქნება. გადაწყვეტილების მიზანი ახალი დემონსტრაციების დროს შესაძლო არეულობის თავიდან აცილებაა.

ამასთან, ქალაქის ცენტრში არასრულწლოვნებისთვის მოქმედი კომენდანტის საათი გაფართოვდა და შაბათსა და კვირას ღამით სრულწლოვნებზეც გავრცელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ
პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
არქივი