არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ოქტომბერი 2026, 12:10

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე, აცხადებს, რომ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური არგუმენტი არ გააჩნია, რატომ არ უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად.

მისი შეფასებით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობს სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. გორდულაძე განმარტავს, რომ ხუთივე ოპოზიციური პარტია ერთად სწორედ იმიტომ სამართლდება, რომ მათ საერთო იდეოლოგია, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობები, არჩევნების არაღიარება და ბოიკოტი აერთიანებთ. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლებრივად დასაბუთდეს ამ პარტიების გაუქმების აუცილებლობა.

„ორი დღის განმავლობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა, გვანახებს თავის სახეს, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამართლებრივი არგუმენტი თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციურები და მათ შორის, არც პოლიტიკური არგუმენტებიც კი არ აქვთ, მიუხედავად ამისა ცდილობენ მთელი ორი დღის განმავლობაში, რომ სამართლებრივი პროცესი გადაიყვანონ როგორმე პოლიტიკურ ჭრილში, ერთადერთი, რასაც საუბრობენ არის, რომ ხუთივე პარტიას ერთად რატომ გვასამართლებთო, აქ ხომ პასუხი ძალიან მარტივია, ისინი თავიანთი ჩამოყალიბებიდან, სულ ერთად არიან, იდეოლოგიური ერთობა აქვთ, თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან, მაგალითად კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებში, ერთნი არიან, ერთნი არიან დელეგიტიმაციის მცდელობებში , არჩევნების არ აღიარებაში, ბოიკოტში, მათ შორის, გახარიელებიც კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარიელები ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და რას ელოდებოდნენ? თვითონვე აღიარეს, რომ ელოდებოდნენ თუ როგორ დასრულდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერი. მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები. მათი ზნე არის ერთი და იგივე ამიტომაც, ისინი როგორც მჭიდროდ დაკავშირებული ერთმანეთთან, პარტიები სამართლდებიან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლებრივად დავასაბუთოთ თუ რატომ არის საჭირო მათი გაუქმება და შესაბამისად არაკონსტიტუციური გამოცხადება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მაკა ბოჭორიშვილი: თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც რეგიონში გვაქვს, იმ კონფლიქტებს, რომელიც გარშემო არსებობს, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის
მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
არქივი