არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ე.წ. პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ოქტომბერი 2026, 12:13

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები რაოდენობრივად კი არ უნდა შეფასდნენ, არამედ მათი საერთო ანტიკონსტიტუციური საქმიანობით.

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები გარე პატრონების დავალებით იბრძვიან კონსტიტუციური წყობილებისა და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. გორდულაძეს მაგალითად მიჰყავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება უცხოეთში IRI-ის ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც უცხოელებმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდეს. იგი ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის ღია თუ ფარული ერთობა ყოველთვის გარედან მიღებული დავალებების შესრულებას ემსახურება, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

„გუშინ მაგალითად, ჯაფარიძემ, „ლელოს“ თავმჯდომარემ, ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ხუთი პარტია არსად აკრძალულა, მაგრამ სამი აკრძალულა, ე.ი. რაოდენობრივად ითვლიან, რეალურად ანტიკონსტიტუციური პარტიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, კოლექტიური ნაცმოძრაობა შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ე.წ. პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით, მაგალითისათვის, აგერ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ IRI-ის ორგანიზებით ისინი იმყოფებოდნენ უცხოეთში, სადაც უცხოელებმა მოუწოდეს, რომ გაერთიანდნენ, რომ ზოგი შეთანხმდა, ზოგი ვერ შეთანხმდა მიხეილ სააკაშვილის, ამ ოდიოზური პიროვნების, მაოხრებელი გზირის გარშემო. ცხადად და ღიად გაერთიანდნენ თუ ფარული ერთობა ჰქონდეთ, მთავარი ერთია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გარედან მიღებული დავალებების შესრულებას ყოველთვის შეეცდება, რასაც აბსოლუტურად ყოველთვის ქართველი ხალხი შეეწინააღმდეგება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
არჩილ გორდულაძე: ხუთივე პარტიას ერთად რატომ გვასამართლებთო - მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომ ისინი, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები სამართლდებიან ერთად
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე
არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს - ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს
არქივი