თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ოქტომბერი 2026, 18:57

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია.

შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეზე დაკავებულები, ალბათ, ხვდებიან, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მათ არარეალური მოლოდინები გაუჩინეს რევოლუციასა და ხელისუფლების სისუსტესთან დაკავშირებით, ისინი მოატყუეს.

„რაც მეტი ადამიანი მიხვდება იმ პერიოდში, სამართალში მიცემული, რომ ეს იყო კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებოდათ და რის გამოც იქნენ ისინი დაპატიმრებულები, უკეთესია. ჩვენთვის მთავარია, რომ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, რომლის კონსტიტუციური უფლება მათ გააჩნიათ, მოექცნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში და თუ რამე აქვთ გამოსახატი, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთონ. იმ ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ რევოლუცია ყველაფერს იზამს, უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა და უკვე ჩამოიშლება, უბრალოდ თქვენი ძალისხმევაა ამისთვის საჭირო, ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს, ისინი გამოიყენეს და ნელ-ნელა ამ ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
პროკურორი - დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას შეხვდა
არქივი