საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ოქტომბერი 2026, 19:53
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო.

საზეიმო ღონისძიება უნგრეთის პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა აგნეს ფორშტჰოფერმა გახსნა. შესრულდა უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნი. ცერემონიაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1956 წლის რევოლუციის გმირთა ხსოვნას.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება უნგრეთის პრეზიდენტმა ანდრაშ ბაკამ.

უნგრეთს საიუბილეო თარიღი მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

უნგრელ ხალხს და საზეიმო ღონისძიების სტუმრებს, კოშუთ ლაიოშის მოედანზე სიტყვით მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა, რომელმაც 1956 წლის რევოლუციის იდეალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.

ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
პროკურორი - დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას შეხვდა
თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია
არქივი