ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ოქტომბერი 2026, 21:11

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს ვიცე-პრემიერ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ სტუმრებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების საქმიანობა, არსებული სატრანზიტო შესაძლებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ მნიშვნელობას და „შუა დერეფნის“ განვითარებაში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურების როლს.

ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომლის განხორციელება გაზრდის საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო შესაძლებლობებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორი - დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას შეხვდა
თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია
არქივი