ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში - ეს სარჩელი მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს - ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ოქტომბერი 2026, 15:49

თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს და უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში, მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს - ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი ემსახურება გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას.


„როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია. სინამდვილეში გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი. სინამდვილეში, ერთადერთი, რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ რასას, საქართველოში, არის სწორედ პოლარიზაცია. ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტილ წრეში. ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, ეს უნდათ მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ ამ გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას.

რაც შეეხება სარჩელს, აქ არიან კონკრეტული ძალები, ერთი პოლიტიკური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღემდე ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად და უნდათ, რომ ეს დაამკვიდრონ, რომ ვიღაც შეიძლება აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად, ვიღაც შეიძლება პოლიციელს ურტყამდეს ხელს და უნდა დარჩეს დაუსჯელი და ვიღაც შეიძლება წლების განმავლობაში აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და ამაზე სამართლებრივ სისტემას არ უნდა ჰქონდეს პასუხი. ეს არასწორია. თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს და უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში, მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს - ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
პრემიერი: 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ ეს რამენაირად შეიძლება, უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, ვინაიდან ეს არის აბსურდი, თუმცა რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არის
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტთა გაერთიანებების წარმომადგენლები საპროტესტო აქციების გაგრძელების მოწოდებით გამოდი
არქივი