შალვა პაპუაშვილი: ყველას, ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ აიღო ხმალი, ან მიაწოდა უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ისტორიამ განაჩენი გამოუტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ოქტომბერი 2026, 23:17

ყველას, ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ აიღო ხმალი, ან მიაწოდა უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, განაჩენი გამოუტანა ისტორიამ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ისტორია განაჩენს გამოუტანს ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ დღეს სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ეთანამშრომლება.

„ეს ადამიანები [ოპოზიცია] რომ მიდიან [უცხოეთში], რა სურთ მათ სხვა ქვეყნებისგან? მიდიან, ბრიტანეთის ხელისუფლებასთან, რომელიც მაგალითად "იმედთან" დაკავშირებით სანქციას გამოსცემს, რომელსაც ვერავინ ვერც გაასაჩივრებს, არც არგუმენტს გეტყვის და უნდათ ტელევიზიის დახურვა. რატომ უნდათ ეს სანქცია - იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რაღაც გადაწყვეტილება შეგაცვლევინონ. ეს ხომ ჩარევა არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენურ გადაწყვეტილებაში? უცხო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, გავლენა მოიპოვოს, რომ მიაღებინოს არა ის გადაწყვეტილებები, რომელიც ხალხისგან ლეგიტიმურ ხელისუფლებას უნდა, რომ მიიღოს, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებას უნდა. არის თუ არა ეს საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა? არის თუ არა ეს კოლაბორაცია უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან - გამოაყენებინოს საკუთარი თავი, რომ მას ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენულ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ინსტრუმენტები. ამას რომ აკეთებს ადამიანი, გინდა მოღალატე, კოლაბორაციონისტი, ეს ხომ არ არის საქართველოს ინტერესი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა იასკო სააკაშვილისგან ალიმენტს და მისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას მოითხოვს
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცა
გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
პრემიერი: 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ ეს რამენაირად შეიძლება, უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, ვინაიდან ეს არის აბსურდი, თუმცა რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი
არქივი