შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება კითხვას, რატომ ახლა და არა მანამდე, როგორც ერთ ფილმშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია ჩვენი სურვილები შეესაბამებოდეს ჩვენს შესაძლებლობებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ოქტომბერი 2026, 00:01

რაც შეეხება კითხვას, რატომ ახლა და არა მანამდე, როგორც ერთ ფილმშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია ჩვენი სურვილები შეესაბამებოდეს ჩვენს შესაძლებლობებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებენ, უყურებენ იმას, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს, მათ შორის, გარე ჩარევის გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება გაიტანოს.

„რაც შეეხება კითხვას, რატომ ახლა და არა მანამდე, როგორც ერთ ფილმშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სურვილები შეესაბამებოდეს ჩვენს შესაძლებლობებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვუყურებთ იმას, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს, მათ შორის, გარე ჩარევის გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება გაიტანოს. თქვენ ნახეთ, სასამართლო პროცესი დაწყებულიც კი არ იყო, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები და ვისმენთ უკვე კარგა ხანია, ვინაიდან ეს სარჩელი უკვე ერთი წელია, არის საკონსტიტუციო სასამართლოში, თავდასხმებს საქართველოზე რის გამო, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა ისარგებლებს თავისი კონსტიტუციური უფლებით, მიემართათ სასამართლოსთვის. რომ დავუფიქრდეთ, რა სტანდარტის არის ხალხი, რომელიც ამის გამო თავს ესხმის, ამ შემთხვევაში, პარლამენტის წევრებს, რატომ შეიტანეთ სარჩელი, წარმოგიდგენიათ ახლა? - „რომ თავს დავესხათ, შური ვიძიოთ, დავემუქროთ ადამიანებს, ვისაც შეაქვთ თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, როდესაც კანონების გასაჩივრება ხდება, ან ზოგადად უფლებადამცველები, იურისტები“.

ადამიანის უფლება, მიმართოს სასამართლოს, არის ერთ-ერთი ძირითადი და პატივსაცემი უფლება. ჩვენ, პარლამენტის წევრებს კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული უფლება, მივმართოთ სასამართლოს და რას ჰქვია, ამის გამო თავს დამესხა და გამაკრიტიკო. მინიმუმ, ხომ უნდა დაელოდო სასამართლოს, გადაწყვეტილებას და შემდეგ შეიძლება, კიდევ რაღაც თქვა. ესეც აჩვენებს რამდენად ფარისევლურია, ზოგადად, როდესაც ჩვენ ამ ხალხისგან ვისმენთ ლექციებს დემოკრატიასთან და სამართლებრივ სახელმწიფოსთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ფარსია“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პატრიარქმა შიო III-მ სხალთის ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: თვითონ იციან ძალიან კარგად, როგორი რეჟიმიც არსებობდა 2004-2012 წლებში, იციან, რა ძალა არის ეს და ამ ძალასთან ერთად კოალიციას ქმნიან. არათუ მყისიერად ემიჯნებიან, წლების შემდეგ დადასტურებული ფაქტები რომ იციან, არამედ მათთან ერთად კოალიციას ქმნიან
შიო მესამე - დღეს აქ, ზემო აჭარაში მოინათლა 1300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც და ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია
შსს ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი – სახალხო დამცველის რწმუნებულმა პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი, ბრალდებულის განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არქივი