გია აბაშიძე: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ — ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს, 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს — ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ოქტომბერი 2026, 15:30

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის მიერ რაგეგმილ აქციას, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ სოციალურ ქსელში ეხმიანება და მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია შემთხვევით არ ჰყავს.

მისი განცხადებით, გვარამიას ლიდერად წამოწევით ფსევდოლობერალური დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ — ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ საზოგადოებრივი შეგუებით.

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ — ფარდა რომ ჩამოვხსნათ, ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს. 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს — ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი. ძველი მეთოდი, ახალი ნიღაბი — მახინჯი იდეოლოგია პროგრესისა და თანამედროვეობის შეფუთვით.

რატომ მაინცდამაინც ნიკა გვარამია? ამ უსამშობლო ნაცავაზაკის ლიდერად წამოწევა შემთხვევითი არ არის. სხვებს „პროგრესულობასა“ და ლგბტ+ იდეოლოგიას უქადაგებს, საკუთარ პოზიციაზე საუბარს კი გაურბის. თუ ეს იდეოლოგია ასეთი საამაყოა, რატომ ვერ ბედავს საჯაროდ პასუხის გაცემას?

უფლებების დაცვა პროპაგანდისგან განსხვავდება! არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე ზემოქმედება, მორალური ორიენტირების არევა და კონკრეტული იდეოლოგიის თავს მოხვევა თავისუფლება არ არის — ეს მომავალი თაობის ღირებულებებზე ბრძოლაა.

უნგრეთის მაგალითიც ბევრის მთქმელია: არასრულწლოვანთა დაცვის კანონის გაუქმებას ევროკომისიის მხრიდან გაყინული მილიარდობით ევროს განბლოკვა მოჰყვა. როცა მილიარდები ღირებულებით დათმობებს უკავშირდება, ძნელია დაიჯერო, რომ საქმე მხოლოდ უფლებების დაცვას ეხება.

გვარამიას ლიდერად წამოწევით ამ დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ — ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ საზოგადოებრივი შეგუებით. მანქურთებს ბიძინა ივანიშვილის გარეშე საქართველო სურთ, რადგან ივანიშვილის პირობებში არსებობს ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, იდენტობისა და ტრადიციების დათმობას არ აპირებს”, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი – რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ
არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო
არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში
არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ უმწიფარ პოლიტიკას სანამ არ შეცვლის ევროკომისია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან
არქივი