შიო მესამე - დღეს აქ, ზემო აჭარაში მოინათლა 1300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც და ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ოქტომბერი 2026, 20:53
გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს. გილოცავთ ახალ ნათელღებულნო ჩვენო საყვარელო აჭარლებო, ნათლიებო, მშობლებო. ყველას მოგესალმებით და გილოცავთ დიდი სიყვარულით, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ზემო აჭარაში საყოველთაო ნათლობის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ამ დღით ხარობს მთელი ქვეყანა და მთელი ეკლესია.

„დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, ვმადლობთ მას და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ კიდევ ერთი დიდებული და ღირსშესანიშნავი დღის მომსწრენი გავხდით. დღეს აქ, ზემო აჭარაში მოინათლა 1300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც და ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია, რადგან საეკლესიო საიდუმლოებები შეუძლებელია, რომ სრულდებოდეს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. ამაში მთელი ეკლესია მონაწილეობს.

ამ ნათლობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, ღვთის მსახურები, სამღვდელო მსახურები, მგალობლები, ნათლიები და მთელი ეკლესია. ჩვენ ყველა, უფალ იესო ქრისტესთან ერთად, დედა ღვთისმშობელთან ერთად, წმინდანებიც და ცოდვილებიც ვართ ქრისტეს ეკლესიის წევრები, ვინც ქრისტეს სახელით ვართ შეკრებილნი.

ჩვენ ყველანი, დიდი საეკლესიო ოჯახი, დღეს ამ ახალ ნათელღებულებს შევხვდით ემბაზთან ნათლიების მსგავსად და ისინი მივიღეთ ჩვენს დიდ საეკლესიო ოჯახში, ჩვენს ახლობლებად. ამიტომ ხარობს მთელი ეკლესია, რომ როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ დღეს ახალ ნათელღებულნი აღარ არიან შვილნი ხორცთანი, არამედ ღვთის სასუფევლის შვილები გახდნენ. ეს ყოველი ჩვენგანის სიხარულია, განსაკუთრებით აქ, ზემო აჭარაში.

ნათლობის საიდუმლოება არის საშუალება სულიერი აღორძინების, ბოროტებისგან გათავისუფლების, ეშმაკის ტყვეობისგან გათავისუფლების, მაგრამ პირველყოვლისა ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია. როგორც ამბობს უფალი, რომ ვინც არ იშვება სულისაგან და წყლისა, ვერ შევა სასუფეველში. ნათლობის დროს ადამიანი ხილულად წყლით განიბანება, მაგრამ უხილავად იგი განიბანება და განიწმინდება სულიწმინდის მადლით. წყალში ჩასვლით ის თითქოს ქრება და კვდება ამა სოფლისთვის, შემდეგ უკვე ამოდის, კვლავ ცოცხლდება და აღდგება ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებისთვის.

ადამიანს ეპატიება ყველა ცოდვა მანამდე ჩადენილი, ეპატიება პირველქმნილი ცოდვაც, ურიგდება ღმერთს და თავისუფლდება ბოროტის ტყვეობისგან. დღეს მოინათლნენ ზრდასრული ადამიანებიც. ადამიანი როდესაც ინათლება, აუცილებელია ჰქონდეს რწმენა, რადგან რწმენის გარეშე შესრულდება მხოლოდ გარეგნული მხარე ამ მსახურების და უხილავი სულიწმინდის ნიჭები ადამიანს არ მიეცემა. აუცილებელია, რომ ადამიანმა იცოდეს მთავარი დოგმატები ჩვენი ეკლესიისა, რაც გადმოცემულია სარწმუნოების სიმბოლოში.

დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი საყვარელი აჭარლები განაგრძობენ ქრისტესკენ სვლას და მთელი ჩვენი ისტორია ადასტურებს ამას, რომ თუ ჩვენ მტკიცედ და შეურყევლად ვიდგებით ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ეროვნული ფასეულობების საფუძვლებზე, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება, დედა ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს, ჩვენ დავძლევთ ყოველგვარ განსაცდელს და საქართველო გაძლიერდება და გამთლიანდება“, - აღნიშნა პატრიარქმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: თვითონ იციან ძალიან კარგად, როგორი რეჟიმიც არსებობდა 2004-2012 წლებში, იციან, რა ძალა არის ეს და ამ ძალასთან ერთად კოალიციას ქმნიან. არათუ მყისიერად ემიჯნებიან, წლების შემდეგ დადასტურებული ფაქტები რომ იციან, არამედ მათთან ერთად კოალიციას ქმნიან
შსს ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი – სახალხო დამცველის რწმუნებულმა პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი, ბრალდებულის განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკური ტრიპერის ანკესიანი ბანერებიც აქაა, ცხადია, სააკაშვილს ვგულისხმობ
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს არის ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა დედა ეკლესიის ნაწილი. უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვენგანში, ხარობს მთელი ერი და მთელი ქვეყანა
არქივი