თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი მტკიცებულებების ნაწილი ძირითადად ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს. ასევე, სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი იმის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ოქტომბერი 2026, 12:13

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს და სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი ის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის.

მისი თქმით, ბრალდებულებმა ძალიან კარგად იციან, რას ედავებიან, რასაც თავად მოსამართლეების განმარტებებიც ადასტურებს.

შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ დროულად უნდა დაანებოს თავი ილუზიებს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის შესახებ.

„ჩვენი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს, ასევე სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი ის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებსერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის, ამას ვნახავთ დღეს, გამოვა ჩვენგან მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ და ფართოდ წარუდგენს სასამართლოს ამ მტკიცებულებებს. მათ ძალიან კარგად გაიგეს რას ვედავებით, თვითონ მოსამართლეებმაც აღნიშნეს, შემდგომში როდესაც ისინი თავის მოსაზრებებს გადმოსცემდნენ, ძალიან მარტივად ახსნეს, რაში ედავებოდნენ მათ და რატომ არ უნდა შედავებოდნენ, ასე რომ მათძალიან კარგად იციან რას ვედავებით და დღეს ეს იქნება წარმოდგენილი. რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვისაც აღარ ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსებისთვის. საერთოდ ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება ამ ილუზიებს თავს თუ დაანებებენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი
შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ
ირაკლი კირცხალია - მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს
რუსეთში აკრძალულ ქართულ „კოკა-კოლას“ ფარულად ყიდიან
არქივი