საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ გუშინ გამართულ აქციაზე მედიას ესაუბრა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს.
„გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. გუშინ აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება,
გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო - ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი რამდენიმე ასეული წარმომადგენელი ფსევდორელიგიური სექტისქ, რომელიც თავის ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანი ზემო აჭარაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქცია ამჯერადაც ვერ შედგა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |