დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეწყდა 2024 წლის 28 ივნისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით და ამის აღიარება ბოლო პერიოდში მოუწიათ, მათ შორის ჰერჩინსკის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მიმართ აქვთ ზიზღი.
„ეს იყო ჰიბრიდული დეზინფორმაციის კამპანიის მეთოდი, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ, რომ თითქოს მან შეწყვიტა ევროკავშირთან დიალოგი. ეს არის ტყუილი.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ფაქტობრივად საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია უარყო და დღემდე არ აღიარებენ საქართველოს პარლამენტს.
თუკი ვინმე არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას, ყველა ეს ორგანო და სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ყველა არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ის, ვინც არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მტერი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |