დღესაც ვხედავთ, თუ რა გააფთრებული წნეხია საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ სარჩელით მიმართეს პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ოქტომბერი 2026, 13:28
მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში, როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, დღესაც ვხედავთ, თუ რა გააფთრებული წნეხია საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ სარჩელით მიმართეს პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უდიდესი წნეხი და თავდასხმა იქნებოდა საქართველოზე 2012-2013 წელს, იმავე პროცესისთვის რომ მიემართა ხელისუფლებას.

„მაშინ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, რომ აეცილებინა საქართველოსთვის ის ზიანი, რომელიც შეეძლო ამ გარე თავდასხმებს მოჰყოლოდა და მაშინ სულ სხვა ინსტრუმენტები ჰქონდათ გარე პოლიტიკურ აქტორებს და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მფარველებს.

თავს მოახვიეს საქართველოს ე.წ. კოჰაბიტაცია, თავს მოგვახვიეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ჰყოლოდათ საკუთარ თანამდებობაზე და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა პროცესი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მაშინ რომ შეეტანა სარჩელი ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

14 წლის განმავლობაში „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უამრავჯერ მიეცა შანსი, რომ დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ კალაპოტში და 14 წელი ისინი მუდმივად იყვნენ კონსტიტუციის მიღმა. მათ არათუ 2012 წლის შემდეგ არჩევნები არ აღიარეს, 2012 წლის არჩევნებიც არ აღიარეს. მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიან გადაბარებას არ აპირებდა. მასზე ზემოქმედება მოახდინა ორმა სენატორმა, შაჰინმა და რიშმა, რომლებიც მისი პირდაპირი მფარველები და ინსტრუქტორები იყვნენ. შევიდნენ მასთან კაბინეტში და უთხრეს, რომ გარეთ ხალხი გადაგივლის, თუკი არ აღიარებ შენს მარცხს.

წლიდან წლამდე „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ რამდენი შანსიც მიეცა, არცერთი არ გამოიყენეს, დარჩნენ კონსტიტუციის მიღმა და ახლა დადგა მომენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, საბოლოო ჯამში „ქართულ ოცნებასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ შორის ვინ არის ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან საუბრის შემდეგ: ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს
ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი
შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ
ირაკლი კირცხალია - მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს
არქივი