ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებისგან იყო პირდაპირი წნეხი ეუთო/ოდირის მისიაზე იმისთვის, რომ მათთვის სასურველი დასკვნა შეედგინა ეუთო/ოდირს. ეს იყო ჩარევა არჩევნებში და დასკვნის გაყალბების მცდელობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ თავის დროზე ეს სისხლის სამართლის გამოძიების საგანი უნდა გამხდარიყო.
მისი თქმით, არჩევნებამდე ბრიუსელი ამბობდა, რომ ის დაეყრდნობოდა ეუთო/ოდირის დასკვნას.
„2024 წლის არჩევნების წინ ევროკავშირი და ბრიუსელი ამბობდნენ, რომ არჩევნების შეფასებისას მისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ეუთო/ოდირმა დადო თავისი დასკვნა, მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა მკაფიოდ, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს პარლამენტი, ხელისუფლება და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გააგრძელოს ქვეყნის მართვა იმ სულისკვეთებითა და იმ ვალდებულებებით, რომელიც აქვს. ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. იმიტომ, რომ აიღო ეს ეუთო/ოდირის დასკვნა და იმის მაგივრად, რომ დაჰყრდნობოდა, მოისროლა სანაგვეში. ასე რომ, ეს არის დღე, როდესაც ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელი იმედოვნებდა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის გაყალბებით შეძლებდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლას.
„ეს არ გამოუვიდათ. დასკვნა იყო, რომელმაც თქვა, რომ არჩევნები შედგა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ დასკვნის გაყალბების მცდელობის ფიასკოს შემდეგ ევროკავშირი შეეცადა საქართველოში ე.წ. მაიდნის მოწყობას, რაც ასევე არ გამოუვიდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |