შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ უმწიფარ პოლიტიკას სანამ არ შეცვლის ევროკომისია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ოქტომბერი 2026, 14:59
ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ უმწიფარ პოლიტიკას სანამ არ შეცვლის ევროკომისია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირს ელოდება დიალოგის მაგიდასთან, თუმცა ისინი ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ და კონფრონტაციულ გზას ირჩევენ, დიალოგის ნაცვლად.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვსხედვართ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან და ველოდებით, ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან ამ მაგიდასთან, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ და კონფრონტაციულ გზას ირჩევენ, დიალოგის ნაცვლად. ესეც არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა.

ჩვენი მხრიდან ვცდილობთ მოვიქცეთ ცივილიზებულად, ევროპულად, სამწუხაროდ, იქიდან ვხედავთ საბჭოთა მეთოდებს, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში ჩვენ პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ, რომლებმაც ქცევიდან ვერ ამოიღეს საბჭოური ქცევები და გაემიჯნნენ მათ, მაგრამ წამოიღეს ის მეთოდები, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ზომით პატარა ქვეყნების მიმართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი – რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ
არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო
არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში
არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები
ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. იმიტომ, რომ აიღო ეს ეუთო/ოდირის დასკვნა და იმის მაგივრად, რომ დაჰყრდნობოდა, მოისროლა სანაგვეში
არქივი