არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ოქტომბერი 2026, 15:11

ნაციონალური მოძრაობის მიერ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ შეგროვების პრაქტიკა შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არაერთ პირს, რომელთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პროცესის ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდებოდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უკანონო თვალთვალს, შანტაჟს, ბიზნესის დატერორებასა და მედიის მიტაცებას ემყარებოდა. გორდულაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რაც, ავტორის შეფასებით, ქართველი ჯარისკაცებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებასა და სახელმწიფო ინტერესების პირდაპირ ღალატს წარმოადგენდა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (შექმნა და განავითარა:

მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.

პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების საყოველთაო პრაქტიკა, ნაციონალური მოძრაობის მიერ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ შეგროვების პრაქტიკა შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არაერთ პირს, რომელთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პროცესის ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდებოდა.

ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ბიზნესზე უკანონო თავდასხმის, ქონებაზე უარის თქმის უკანონო იძულებისა და საკუთრების უფლების ხელმყოფი მრავალი ქმედება.

დაატერორა და ხელში ჩაიგდო როგორც ბეჭდური, ისე ინტერნეტ და სატელევიზიო მედია.

2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ისეთი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 თვეში მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას. ამ რეზოლუციაში აღნიშნულია შემდეგი: მე-5 პუნქტი - „თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“.

მე-11 პუნქტი: „განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.

ამ საკითხებზე ხმის მიცემით ნაციონალურმა მოძრაობამ ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და აღიარა, ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი – რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ
არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში
არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ უმწიფარ პოლიტიკას სანამ არ შეცვლის ევროკომისია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან
ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. იმიტომ, რომ აიღო ეს ეუთო/ოდირის დასკვნა და იმის მაგივრად, რომ დაჰყრდნობოდა, მოისროლა სანაგვეში
არქივი