მიხეილ სააკაშვილი – რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ოქტომბერი 2026, 15:14

ეს საკონსტიტუციო სასამართლო რას იხილავს, რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, გაოგნებული ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელში „ვარდების რევოლუცია“ უცხოეთის დავალებით განხორციელებულ უკანონო სახელმწიფო გადატრიალებად არის გამოცხადებული.

„რა უცხოეთის დავალებით, მაშინდელი ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი გვეხვეწებოდა, მიიღეთ გაყალბებული არჩევნების შედეგებიო და ძალიან გაბრაზებულია დღემდე, რომ არ დავუჯერე და შევარდნაძე გადავაყენეთ. დღემდე რაღაც საზიზღრობებს წერს ჩემზე. სრული დეგენერატი იყო ამერიკის მაშინდელი ელჩი. ის იყო მაშინ ამერიკის წარმომადგენელი, ის იყო პირველი მოწინააღმდეგე. „ვარდების რევოლუცია“ იყო მოვლენა, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნამდვილი განვითარება, საქართველო აქცია მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად. ჩვენ ვართ დიდი იდეების ქვეყანა. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა, როგორც გამოაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

2007 წელს გვქონდა 13-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, მერე იყო 2008 წლის ომი, რომელიც გამოცხადებულია ჩვენ მიერ პროვოცირებულ დანაშაულად. თუ ესენი დარჩნენ, მგონი, გასაგებია, რაც მოხდება ქვეყანაში. ეს ქვეყანა მიდის სრულ გაპარტახებამდე. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია? ჩვენ აღარც საზღვრები გვაქვს, აღარც თავდაცვა. რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები. ამ ხანძარწაკიდებულ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ ახალგაზრდული ენერგიით, შეუპოვრობით, და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ. შევქმნით ისეთ საქართველოს, სადაც ადამიანს ექნება ფული, უპრობლემოდ იყიდოს წამლები, პროდუქტები, ბავშვებს მოუაროს უპრობლემოდ, შეძლოს წელიწადში ერთხელ დასვენება, ტანსაცმლის ყიდვა, ორ წელიწადში ერთხელ მაინც უცხოეთში წასვლა და იცხოვროს ნორმალურად. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კრედიტები, რათა თავიდანვე შეძლონ ბინის ყიდვა. ასეთ საქართველოს შევქმნით უპრობლემოდ, როგორც კი ესენი მოშორდებიან. „ქოცებო“, ეს გაზიზინებული, განვითარებული, წარმატებული ქვეყანა რად გადააქციეთ, თქვე უდღეურებო?! „ქოცებო“, არ ხართ ახლა ღირსი, ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ხელი ქეჩოში და სახე ჩაგაყოფინოთ თქვენსავე მოსაქმებულში?! ახალგაზრდებო, არ არის საჭირო ახლის მოგონება – ორგანიზება, ერთიანობაა საჭირო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო
არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში
არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ უმწიფარ პოლიტიკას სანამ არ შეცვლის ევროკომისია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან
ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. იმიტომ, რომ აიღო ეს ეუთო/ოდირის დასკვნა და იმის მაგივრად, რომ დაჰყრდნობოდა, მოისროლა სანაგვეში
არქივი