ოლიმპიურ კომიტეტში IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ოქტომბერი 2026, 16:33
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე. 

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს  სენეგალის დედაქალაქი დაკარი. თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი, შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 25 სახეობაში. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში -  მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა - იასპარეზებს 13 სპორტსმენი. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა- შოთა ხაბარელმა და კახი კახიაშვილმა.  

ოფიციალურად გამოცხადდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა  ემზარ ზენაიშვილმა გააცნო. 

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენების სახელით ფიცი დადო ქვიშის მოჭიდავე ლუკა მახარაძემ, ხოლო სიტყვით უშუისტი გვანცა ქარჩავა წარდგა. 

დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედროშეები იქნებიან  მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი. 

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში კი მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სპორტის სამინისტროს, სპორტის უნივერსიტეტის, თბილისი საკრებულოს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, სპორტული ფედერაციების და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული ისტორია აქვს. 2018 წელს, ბუენოს-აირესში გამართულ III ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე ჩემპიონი გახდა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. 

ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები პირველად 2010 წელს სინგაპურში გაიმართა, მეორე თამაშებს 2014 წელს ჩინეთმა უმასპინძლა, ხოლო მესამე ოლიმპიური თამაშები 2018 წელს არგენტინაში ჩატარდა. 

სამი ოლიმპიური თამაშების ჯამში საქართველოს სპორტსმენებმა 10 მედალი მოიპოვეს: 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. 

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საერთაშორისო სპორტული ფორუმია.

ზაფხულის  IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები
(დაკარი, სენეგალი  31 ოქტომბერი - 13 ნომბერი, 2026 წელი)

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა

ოლიმპიური სოფელი 

ფარიკაობა 
1. გიორგი ურუშაძე 
2. ბექა ბაზაძე - მწვრთნელი 

მშვილდოსნობა 
3. დავით ბასილაძე 
4. ჰიუნგსეუნგ ანი - მწვრთნელი 

უშუ 
5. გვანცა ქარჩავა 
6. გიორგი ვერულიძე - მწვრთნელი 

ცურვა 
7. ანასტასია მიქელაშვილი - 100მ. თავ. სტილი 
8. დაჩი მესხიშვილი - 100 მ. თავ. სტილი 
9. დავით გელაშვილი  - მწვრთნელი 

კრივი 
10. ემილ ისმაილოვი - 55 კგ 
11. შალვა დუნდუა - მწვრთნელი 

ტაეკვონდო 
12. შოთა ზედგენიძე - 63 კგ  
13. რომეო გურეშიძე - მწვრთნელი 

ძიუდო 
14. ვაჟა გენგაშვილი - 81 კგ 
15. გიორგი ყიზილაშვილი - მწვრთნელი 

ქვიშის ჭიდაობა 
16. დავით მძევაშვილი - 60 კგ 
17. ლუკა მახარაძე - 70 კგ 
18. ბოგდან კვანტალიანი - 80 კგ 
19. ნურადინ მუსტაფაევი - 90 კგ 
20. ჯემალ კილაძე - მწვრთნელი 

მძლეოსნობა 
21. ნინო გოგიტიძე - 200 მ 

ადმინისტრაცია 
22. გიორგი ესაკია  - მისიის ხემძღვანელი 
23. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი 

ოლიმპიური სოფლის გარეთ 
24. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი 
25. ირაკლი დოლაბერიძე - სპორტის მინისტრის მოადგილე 
26. ვლადიმერ ბოჟაძე - საქართველოს  სკეიტბორდის ფედერაციის პრეზიდენტი

თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები 
27. ხატია ჯიჯეიშვილი 
28. ბადრი კობიაშვილი 
29. დავით ნიკოლაიშვილი 
30. გიორგი ხარშილაძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი