პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ოქტომბერი 2026, 18:37

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

„ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

 "დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, - განაცხადეს უწყებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება
გერმანიის საელჩო – გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას
მიხეილ სააკაშვილი – რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ
არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო
არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში
არქივი