რუსეთის არმიამ ოკუპირებულ ოლეშკიში დროებითი ზავი ამოქმედდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ოქტომბერი 2026, 09:08
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურეს, რომ ხერსონის ოლქში, რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის რაიონში, 27 ოქტომბერს, კიევის დროით 03:00 საათიდან, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ჰუმანიტარული მისია 29 ოქტომბერს დაიწყება.

„სიჩუმის რეჟიმი წესდება მხოლოდ ჰუმანიტარული ოპერაციის ჩასატარებლად: ქალაქში ამჟამად მყოფი მოსახლეობისთვის დახმარების მისაწოდებლად და ოლეშკიდან სამოქალაქო მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების მოსამზადებლად“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.

დროებითი ზავის დაწყება უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმაც დაადასტურა.

„ეს ხდება ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა რწმუნებულ იანა ლანტრატოვასთან ერთად, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და კოორდინაციით ვახორციელებთ“, - დაწერა მან.

წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა საზოგადოება, რომ მაღალია რუსეთის არმიის მხრიდან პროცესის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებების რისკი. მისი შეფასებით, მოსკოვმა შესაძლოა სცადოს მოსახლეობის თავის მხარეს გადაბირება და ჰუმანიტარული ევაკუაციის პროპაგანდისტული სიუჟეტებისთვის გამოყენება.

„უკრაინის პრიორიტეტია ბლოკირებული მოსახლეობის გადარჩენა და მათთვის უკრაინის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე გადასვლაში დახმარება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მელანია ტრამპის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის სამოქალაქო წარმომადგენლები, რომლებსაც „დამოუკიდებელი ამერიკული მედიაორგანიზაციის“ თანამშრომლები გაჰყვებიან, ოლეშკის მცხოვრებლებს სახლებში ერთობლივად მოინახულებენ.

„მათ, ვინც ევაკუაციას მოისურვებს, საჭირო დახმარებასა და ტრანსპორტს გამოუყოფენ, რათა საკუთარი არჩევანით განსაზღვრულ დანიშნულების ადგილზე გაემგზავრონ. ვფიქრობ, ზოგს რუსეთში წასვლა მოუნდება, ზოგს კი - უკრაინაში“, - ციტირებს მის სიტყვებს თეთრი სახლის პრესრელიზი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი „ოპოიციურ ერთობაზე”: რადიკალები იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში - ვინ შიგნით უნდა ყოფილიყო, ვინ - გარეთ და ვინ - კარებში, შესაბამისად, უკვე მათივე მხარდამჭერებიც ხვდებიან, რომ ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან
საქართველოში 219 054 ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს
გიორგი კახიანი: კოალიცია „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს - კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას
გიორგი კახიანი: არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, საუბრობენ, რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ
გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი და წამალი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიად აქციო - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და უნდა აიკრძალოს
არქივი