მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ოქტომბერი 2026, 11:22
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომიდან, სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე საუბრობს.

მისი თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას ქართული ჯარების კორდინატებს, განლაგებასა და დასაბომბ ადგილებს აწვდიდა. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის თავის დროზე უნდა გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა.

„როინ შავაძის მკვლელობა რომ არ გამოიძიეს, როინ შავაძე ვინ იყო? ხო არ ბნელა მართლა, როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, საქართველოს სტრუქტურების თანამშრომელი, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში რუსულ დაზვერვას. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა 2012-ში  აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად, როგორც შკრილნიკოვი გაუშვეს, გევორქიანი გაუშვეს, რატიშვილი გაუშვეს და ასე შემდეგ.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთში აკრძალულ ქართულ „კოკა-კოლას“ ფარულად ყიდიან
თორნიკე ჭეიშვილი: მოლოდინია, რომ დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და შეეცდებიან თავის დაძვრენას იმ საკითხებისაგან, რომელიც წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით ჩვენ საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთან
გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ
ლევან მახაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არ არის უბრალოდ რიგითი დანაშაულები, თითოეული მათგანი არის სისტემური და განგრძობითი დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წეს-წყობილების, რაზე რეაგირებაც ჩვენი ვალდებულებაა
ახალი რუსული რაკეტა „ფილინი“ — რატომ შეიძლება გახდეს იგი უკრაინისთვის სერიოზული საფრთხე
არქივი