დღესაც არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ["ნაციონალური მოძრაობა"] მხრიდან დემაგოგიური მასკარადი გაგრძელდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დაწყებამდე.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დღესაც შეეცდება სხვადასხვა საკითხზე ყურადღების გადატანით თავის დაძვრენას იმ საკითხებისგან, რომელიც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია.
"დღესაც შეეცდება სხვადასხვა საკითხებზე ყურადღების გადატანით თავის დაძვრენას იმ საკითხებისგან, რომელიც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია და რომელიც, რაც მთავარია, წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით ჩვენ საქმე გვაქვს არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთან. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მოპასუხე მხარე ცდილობს დააკნინოს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და სხვადასხვა ეპითეტით მოიხსენიებენ ამ დოკუმენტს. ხან ეს არის თხზულებათა კრებული, ხან ეს არის ბელეტრისტიკა", - აღნიშნა ჭეიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |