ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ოქტომბერი 2026, 14:43

„4 ოქტომბერს თქვენ ელოდებოდით რევოლუციურ პროცესებს და როდესაც რევოლუცია ვერ შედგა საქართველოში, თქვენმა გარე უფროსობამ დაგავალათ, შებრძანდით პარლამენტში, შიგნიდან გვჭირდება დამხმარე ძალა, რომ საბოტაჟი შიგნიდან გაგრძელდესო“, - მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.


ლევან მაჭავარიანის შეფასებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, რასაც, მისი თქმით, როგორც ოპოზიციურ ძალებთან მათი თანამშრომლობა, ისე წარსულში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ადასტურებს.


„2024 წლის არჩევნების წინ თქვენ ქარტიას შეუერთდით, სადაც პირდაპირ ხელი მოაწერეთ, რომ კოალიციას ქმნიდით „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 4 მუნიციპალიტეტში თქვენ კოალიცია შექმენით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 2025 წლის არჩევნებში თქვენ გაგიმესამედდათ ამომრჩევლის რაოდენობა იმიტომ, რომ გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ხელისუფლების ჩამოშლა და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმების მოპოვება იყო. მისი განცხადებით, გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თავად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ელჩებთან კონსულტაციები გამართა.


„საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოზეა. დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სამართლებრივი, ასევე ობიექტური. აუცილებელია, პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს. აგენტურული პარტიების ადგილი საქართველოში, პოლიტიკურ ველში არ უნდა არსებობდეს. ამის შემდეგ მიეცემა უკვე მოტივაცია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ ნაბიჯები გადადგან პოლიტიკაში და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა
დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონპროექტზე: თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭიროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
რატი იონათამიშვილი: "საგზაო რუკების" მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა ნაჩვენები ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს
დავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ
არქივი