ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების გზები იყო.
„საუბარი გულწრფელი და შინაარსიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს“, - განაცხადა სტუბმა საუბრის დასრულების შემდეგ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები მოაქვს, ხოლო ტანჯვა და ნგრევა მომავალ თაობებზეც აისახება. მისი განცხადებით, საუბრისას მხარეებმა ესკალაციის შემცირების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სტუბი და სტორე საკუთარი ქვეყნების ლიდერების სტატუსით მოქმედებდნენ და ევროპის სახელით არ საუბრობდნენ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბალტიის ზღვის რეგიონისა და შორეული ჩრდილოეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მათ ასევე დაადასტურეს, რომ ფინეთი და ნორვეგია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ და ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.ა
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |