სააკაშვილი იასკოსთან საერთო შვილის ფოტოს აქვეყნებს და ჟურნალისტებზე კვლავ ბრაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ოქტომბერი 2026, 15:57
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიზა იასკოსთან ურთიერთობასა და მათ საერთო ქალიშვილ ჟასმინზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უკრაინულენოვანი პოსტით გამოეხმაურა.

სააკაშვილმა გაავრცელა ჟასმინისა და დედამისის, გიული ალასანიას, ერთობლივი ფოტო და დაწერა, რომ ქალიშვილი ძალიან ენატრება. მისი თქმით, პატიმრობის გამო ბავშვთან შეხვედრას ვერ ახერხებს და ჟასმინს მის ნაცვლად ბებია ნახულობს და ეხმარება.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, თავად ჩავხუტებოდი ჟასმინს, თუმცა უკვე ხუთ წელზე მეტია, სამარტოო საკანში ვიმყოფები და მასთან შეხვედრა არ შემიძლია. ამიტომ ჟასმინს ჩემ ნაცვლად დედაჩემი ნახულობს და ყველანაირად ცდილობს მის დახმარებას“, - წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მადლობას უხდის ლიზა იასკოს, რომელიც, მისი თქმით, მათ საერთო ქალიშვილს რთულ პირობებში ზრდის. ამასთან, სააკაშვილი პირველად ღიად აცხადებს, რომ ის და იასკო უკვე დიდი ხანია ერთად აღარ არიან.

„ვერანაირი მატერიალური დახმარება ვერ შეცვლის მშობლის გვერდით ყოფნასა და სითბოს. ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ ლიზა იასკოსი, რომელიც ჩვენს ქალიშვილს უკიდურესად რთულ პირობებში ზრდის“, - აღნიშნავს იგი.

სააკაშვილი ასევე აკრიტიკებს უკრაინელი ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც, მისი შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პატიმრობით არ დაინტერესებულან, თუმცა მის პირად ურთიერთობებში უხეშად ჩაერივნენ.

„უსაზღვროდ გაბრაზებული ვარ იმ უკრაინელ ჟურნალისტებზე - რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება - რომლებიც ერთხელაც არ დაინტერესებულან ჩემი მრავალწლიანი ტყვეობით, მოწამვლით, წამებითა და ბრძოლით, სამაგიეროდ კი უხეშად ჩაერივნენ ჩემს ურთიერთობაში ქალიშვილთან და ლიზასთან“, - წერს სააკაშვილი.

მან ოჯახის დაშორება ომის შედეგად განცალკევებული უკრაინული ოჯახების ტრაგედიას შეადარა და მედიას მოუწოდა, მისი პირადი ცხოვრებისგან „საპნის ოპერა“ არ შექმნას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ 2024 წლის არჩევნები ხალხის ნებას არ ასახავდა, ხოლო პროკურატურის გამოძიება არაფერს ადასტურებს
არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის აკრძალვისას მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს – გვარამიას პარტიის განცხადებით, მოპასუხეები ახლაც არ ემიჯნებიან იმ ქმედებებს
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყო
არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან
არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე
არქივი