სინგაპურში ორქიდეას ფრიდრიხ მერცის სახელი უწოდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ოქტომბერი 2026, 20:39
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამჟამად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს. იგი სინგაპურს ეწვია, სადაც ორქიდეა ეროვნული ყვავილია და არსებობს ე.წ. „ორქიდეების დიპლომატიის“ ტრადიცია - სპეციალური ცერემონიის დროს ორქიდეის ერთ-ერთ სახეობას მაღალი რანგის სტუმრის სახელს არქმევენ.

ახლა სინგაპურში ორქიდეის ახალი სახეობა - „ვანდრა ფრიდრიხ მერცი“ (Vanda Friedrich Merz)  არსებობს. მანამდე გერმანიის სხვა ლიდერების სახელები ეწოდა:
- 2011 წელს - „დენდრობიუმ ანგელა მერკელი“;
- 2022 წელს - „რენანტერა ოლაფ შოლცი“.

როგორც ტელეარხი NTV წერს, სინგაპურის პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე მერცმა განაცხადა, რომ ეს მისთვის „დიდი პატივია“.

კანცლერის ვიზიტის მთავარი მიზანია გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა ქვეყანამ ჩინეთზე დამოკიდებულება შეამციროს.

მერცი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირსა და ტრანსწყნაროკეანურ პარტნიორობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. ამ სავაჭრო გაერთიანებაში 12 სახელმწიფო შედის.

სინგაპურიდან გერმანიის კანცლერი იაპონიაში გაემგზავრება, შემდეგ კი სამხრეთ კორეას ეწვევა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა სალია: იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა, მოწოდებები
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: ჩვენ ვიცით, რომ ეს ზამთარი რთული იქნება ევროპელი მოქალაქეებისა და, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს
არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით
არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ 2024 წლის არჩევნები ხალხის ნებას არ ასახავდა, ხოლო პროკურატურის გამოძიება არაფერს ადასტურებს
არქივი