1
27 ოქტომბერი 2026, 23:55
გორდულაძის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული.
„მაშინ, როდესაც საზოგადოება იმსახურებს, რომ არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობა იყოს აკრძალული საქართველოში ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის უფლებაა, რომ საკუთარი თავი დაიცვას და რაც მთავარია, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები და რეალურად აგენტურა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებული, შეფასდეს სამართლებრივად, გასამართლდეს და აიკრძალოს. და კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რაც არის მისაღები ევროპულ ქვეყნებში, რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, ანუ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული.
ზუსტად იმავე ოპერიდან არის, როგორც რუსული კანონი. რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება თურმე შეუძლია საფრანგეთს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების რეკომენდაციას გასცემს ევროკავშირი, ხოლო საქართველოში ამავე კანონის მიღება ძირს უთხრის დემოკრატიას. საზოგადოება კი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად შესაბამისობაშია როგორც ევროპულ სტანდარტებთან, ასევე, რაც მთავარია, გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |