არჩილ გორდულაძე: ტყუილია ანა წითლიძის განცხადება, თითქოს, დანაშაულისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 00:06

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის პოზიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცება,თითქოს ძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია, სიმართლეს არ შეესაბამება.


მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარი პრაქტიკით (მათ შორის Refah-ისა და batasuna-ს საქმეებზე), პარტიის ან მისი წევრების მიერ ძალადობისგან მყისიერად არგამიჯვნა სრულად შეერაცხება პოლიტიკურ ძალას და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.


“ტყუილია, რომ დანაშაულისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია.
სინამდვილეში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მათ შორის, Refah-ისა და batasuna-ს საქმეში, ერთი პარტიის მიერ, მეორე პარტიის ძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა, ასევე პოლიტიკური პარტიის მიერ ,თავისი წევრების ძალადობრივი ქმედებებისგან მყისიერად არგამიჯვნა, სრულად შეერაცხება იმ პარტიას, რომელიც უარს აცხადებს გამიჯვნაზე. შესაბამისად, არგამიჯვნა კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მომტანია”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანია რუსეთში „გერმანული კულტურის საერთაშორისო კავშირისთვის“ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის გაუქმებას მოითხოვს
ისრაელის არჩევნები ჩიხით დასრულდა - ეგზიტპოლებით გამარჯვებული არ ჩანს
არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს - კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს
გურამ მაჭარაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ფორმალურად ჰქვია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა - რეალურად, ეს არის ქვეყნის გადარჩენის პროცესი
არჩილ გორდულაძე: კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც
არქივი