არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს - კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 00:17
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებები სულ უფრო მეტად ამყარებს სარჩელს.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიერ როინ შავაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებასა და ანა წითლიძის მიერ აფრასიძეების საქმის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ დღესაც ამართლებს ამ სახის სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.

„ამ დღეებში სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას, როგორც უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, ასევე გარეთ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს. მაგალითად: გუშინ ნაცმოძრაობის ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რაც ნაცმოძრაობის დროს ჩატარებული გამოძიებითაც კი არ დასტურდება და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ის გაესამართლებინათ, მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ როინ შავაძე მოკლეს.

დღეს ანა წითლიძე ამართლებდა აფრასიძეების ოჯახზე შვეულმფრენებით თავდასხმას და მძინარე არასრულწლოვანებისთვის ცეცხლის გახსნას. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ეს განცხადებებიც ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არათუ არ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც კი ამართლებს. ამიტომაც კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს“, - აღნიშნა გორდულაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანია რუსეთში „გერმანული კულტურის საერთაშორისო კავშირისთვის“ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის გაუქმებას მოითხოვს
ისრაელის არჩევნები ჩიხით დასრულდა - ეგზიტპოლებით გამარჯვებული არ ჩანს
გურამ მაჭარაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ფორმალურად ჰქვია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა - რეალურად, ეს არის ქვეყნის გადარჩენის პროცესი
არჩილ გორდულაძე: კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც
არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად უწყდება
არქივი