1
28 ოქტომბერი 2026, 09:37
ერთმანეთს ამაგრებდნენ ეს პერიოდი, მხარს უჭერდნენ იმ არაკონსტიტუციურ პროცესებში, რაც საქართველომ და საზოგადოებამ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ერთგვარი თვითაღიარებებიცაა იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, - ასე გამოეხმაურა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში ეკა გიგაურისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებას.
„კარგად ვხედავთ, რომ ეს არის ერთიანი ძალა, თავისი განშტოებებით. ზოგი პოლიტიკური პარტიის, ზოგი „ენჯეოების“, მედიის ნაწილში ცდილობენ, თავიანთი საცეცებით ერთიანი საქმე აკეთონ. ერთმანეთს ამაგრებდნენ ეს პერიოდი, მხარს უჭერდნენ იმ არაკონსტიტუციურ პროცესებში, რაც საქართველომ და საზოგადოებამ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ერთგვარი თვითაღიარებებიცაა იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |